ომის დასრულების გეგმა და პირობები – უთანხმოება ევროპაში

21:18, 04.12.2025

ჟენევის, ფლორიდის და მოსკოვის შემდეგ გადამწყვეტი მოლაპარაკებები მაიამიში გაგრძელდება.

ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, რომლებიც ორი დღის წინ მოსკოვში პუტინს ესაუბრნენ, უკრაინულ დელეგაციას შეხვდებიან. ამერიკის პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმის რამდენიმე სადავო პუნქტი ღიად რჩება. დონბასიდან უკრაინის ჯარების გასვლა მოსკოვის მთავარი მოთხოვნაა. კიევისთვის ტერიტორიების საკითხი წითელი ხაზია. უკრაინიდან მოლაპარაკებათა მაგიდასთან უშიშროების საბჭოს მდივანი რუსტამ უმეროვი იჯდება. კუშნერსა და უოტკოფზე დაყრდნობით დონალდ ტრამპი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისთვის მზადყოფნის შთაბეჭდილებას ტოვებს. მოლაპარაკების მიმართ სკეპტიციზმს ინარჩუნებს ევროპა. ამ მიდგომას ადასტურებს გერმანული მედიის მიერ გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერიც, რომელიც ევროპელი ლიდერების საუბარს ასახავს. თავის მხრივ ევროპელ ლიდერებს შორის უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს. ევროპის ქვეყნების ნაწილი ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში სამხედროების გაგზავნაზე უარს ამბობს. უთანხმოების თემაა გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის საკითხიც. მოსკოვი ევროპას მკაცრი რეაქციით და მძიმე საპასუხო ზომებით ემუქრება.

მსგავსი