ომის 559-ე დღე - ვითარება უკრაინაში

უკრაინაში ომის 559-ე დღეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, წინ მიიწევენ და პროგრესირებენ სამხრეთ ფრონტზე ნოვო პროკოპივკასკენ. შტაბის სპიკერის თქმით, თავდაცვითი ძალები განაგრძობენ შეტევითი ოპერაციას ბახმუტისა და მელიტოპოლის მიმართულებით. მისივე თქმით, მტერს დანაკარგები აქვს პერსონალსა და აღჭურვილობაში. უწყების ცნობით, რუსებსა და უკრაინელებს შორის, ბოლო 24 საათში, 29 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ამის გარდა, გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა კიდევ 38 საარტილერიო სისტემა და 31 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინელი მებრძოლებისთვის არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა მათ ბრძოლის ველზე მიღწეული წარმატებებისთვის.