„ომიკრონით“ ინფიცირების 24 შემთხვევა საქართველოში 

ომიკრონის” გავრცელების არეალი სწრაფად იზრდება.

პირველი შემთხვევის გამოვლენიდან ორ დღეში ახალი შტამით ინფიცირებულთა რაოდენობა 12-ჯერ გაიზარდა. ამ წუთებში ლუგარის ლაბორატორია კიდევ 53 საეჭვო ანალიზს იკვლევს. ეპიდემიოლოგების პროგნოზით, იანვრის მეორე ნახევრიდან ქვეყანაში დომინანტი შტამი სწორედ „ომიკრონი“ გახდება. ამ მომენტისთვის ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შედარებით სტაბილურია, რაც ყოველდღიურ სტატისტიკაშიც აისახება. ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლები 2 000-ის ფარგლებში მერყეობს და კლებისკენ მიდის. თუმცა, სამხრეთ აფრიკული ახალი შტამის მახასიათებლების გამო დაავადებათა კონტროლის ცენტრი ეპიდ-ვითარების გაუარესებას ელოდება და მძიმე სურათის თავიდან ასაცილებლად გარკვეულ რეგულაციებს ითხოვს. თუმცა ფაქტია, რომ საკოორდინაციო საბჭოს, სადაც ამირან გამყრელიძე რამდენიმე წინადადებით იყო მისული, დღეს ახალი გადაწყვეტილებები არ მიუღია.

დატოვე კომენტარი