„ომიკრონის“ გავრცელების საფრთხე მსოფლიოში

ბოლო მონაცემებით „ომიკრონი“ უკვე 63 ქვეყანაში ცირკულირებს.

ახალმა შტამმა უკვე გამოიწვია პირველი ლეტალური შემთხვევა. გარდაიცვალა დიდ ბრიტანეთში მცხოვრები მოქალაქე. ინფექციის გავრცელების სისწრაფიდან გამომდინარე, ეპიდემიოლოგები პროგნოზირებენ, რომ დელტას მსგავსად, მალე სამხრეთ აფრიკული ახალი შტამი დომინანტი გახდება. მსოფლიოს ახალი გამოწვევის გამო ფარმაცევტული კომპანიები უკვე არსებულის მოდიფიცირებას და უშუალოდ „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნას უახლოესი თვეების მთავარ ამოცანად აცხადებენ. მანამდე კი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები კოვიდ-რეგულაციებს და შეზღუდვებს ამკაცრებენ.