„ომიკრონის“ გავრცელების საფრთხე 

საქართველოში „ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება.

პირველი შემთხვევის გამოვლენიდან 10 დღეში ქვეყანას ამ შტამით ინფიცირებული უკვე 93 მოქალაქე ჰყავს. შიდა გადადების ფაქტი ჯერ არ გამოვლენილა, თუმცა მოლოდინია, რომ იანვრიდან სამხრეთ აფრიკული ვარიანტი დომინანტი გახდება და ინდურ „დელტას“ ჩაანაცვლებს. დამაიმედებელია ის გარემოება, რომ ინფიცირებულთა დღიური სტატისტიკა დასტაბილურდა. გუშინდელთან შედარებით „კოვიდ-19“ თითქმის 400-ით ნაკლებ ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო 24 საათში ვირუსმა 51 ადამიანი იმსხვერპლა. კაფეებში, რესტორნებსა და სასტუმროებში „მწვანე პასპორტის“ მქონე პირებისთვის სადღესასწაულო შეკრებების დაშვების მიუხედავად, ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს ახალი წლის დღეებში განსაკუთრებული სიფრთხილისკენ და დღესასწაულის ოჯახურ წრეში აღნიშვნისკენ მოუწოდებენ.

დატოვე კომენტარი