„ომიკრონის“ გავრცელების საფრთხე

საქართველოში „ომიკრონი“ დიდი სისწრაფით ვრცელდება.

ხუთი დღის წინ პირველად გამოვლენილი შტამი, უკვე 48 ადამიანს აქვს დადასტურებული. იმედის მომცემია ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყების მონაცემები, რომლის მიხედვით სამხრეთ აფრიკული ვარიანტით ინფიცირების დროს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი „დელტასთან“ შედარებით მკვეთრად შემცირებულია. ბოლო დღეებში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტაბილურდება და ინფიცირებულთა რაოდენობა სულ უფრო იკლებს, მაჩვენებელი დღეს 2 000-ს ჩამოსცდა. თუმცა მკვეთრად გაზრდილია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. „კოვიდ-19“-მა დღეს 78 ადამიანი იმსხვერპლა, რაც დეკემბერში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მაღალი გადადების მაღალი ხარისხით ცნობილი „ომიკრონისცირკულირების დაწყების გამო, ეპიდემიოლოგები ფიქრობენ, რომ სტაბილური ვითარება დიდხანს არ გაგრძელდება. მათივე პროგნოზით, ორი კვირის შემდეგ დღევანდელი მონაცემების გაათმაგებას ელოდებიან.

 

დატოვე კომენტარი