„ომიკრონის“ გავრცელების მასშტაბი იზრდება

5 500-მდე ახალი შემთხვევა და 46 გარდაცვლილი – ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღე თითქმის ორმაგდება.

მეექვსე ტალღის პიკს ეპიდემიოლოგები თებერვლის დასაწყისში ელოდებიან და ამ პერიოდისთვის დღიურად 60 000-მდე ინფიცირებულს ვარაუდობენ. სადღესასწაულო დღეების შემდეგ მიმართვის რიცხვი საკმაოდ მაღალია – ტესტების ცენტრებთან დღესაც რიგებია. ეპიდ-აფეთქების ზონებია ზამთრის კურორტები, სადაც არცერთი რეგულაცია და წესი არ არის დაცული. არ ხდება აღსრულების კონტროლიც. იმის გამო, რომ „ომიკრონის“ შტამით ინფიცირებულებში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, ამ შტამით დაავადებულებისა და მათი კონტაქტების იზოლაციის ვადები უახლოეს დღეებში შემცირდება.