„ომიკრონი“ - მსოფლიო ახალი საფრთხის წინაშე 

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების არეალი იზრდება.

ყოველდღე იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც „ომიკრონის“ შემთხვევები ფიქსირდება. ჯერ უცნობია, როგორ მიმდინარეობს ახალი შტამით ინფიცირებულებში დაავადება და ეფექტურია თუ არა მის წინააღმდეგ ვაქცინები. მეცნიერებს შესაბამისი დასკვნების გასაკეთებლად რამდენიმე კვირა დასჭირდებათ. მანამდე კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა 2019 წლის პრაქტიკას მიმართავს და ავიამიმოსვლების შეზღუდვასთან ერთად უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებსაც კეტავს. ახალი შტამის გამოჩენა მსოფლიო ეკონომიკაზეც აისახა. აზიურ, ევროპულ და ამერიკულ ბირჟებზე სხვადასხვა კომპანიიის აქციების ფასის მკვეთრი ვარდნა შეინიშნება. კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების გამო დიდი შვიდეულის ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრები დღეს საგანგებო სხდომას გამართავენ.