ომი უკრაინაში – ზავის პერსპექტივა
სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებაზე ვლადიმერ პუტინის დათანხმების მიუხედავად, დონალდ ტრამპი ევროპელი მოკავშირეებისა და უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკის სამიზნეა.
რუსული დიზელის საწვავზე სანქციების მოხსნა, ევროპაში შეცდომად ფასდება. თეთრი სახლის ლიდერის პოლიტიკით უკმაყოფილოა ჩეხეთის პრეზიდენტი, რომელიც დონალდ ტრამპს მოკავშირეებთან შეუთანხმებელ მოქმედებებში ადანაშაულებს. პეტრ პაველი პირდაპირ აცხადებს, რომ სანქციების მოხსნით ტრამპმა რუსეთს ამოსუნთქვის შესაძლებლობა მისცა. ტრამპის პოლიტიკით უკმაყოფილოა ვოლოდიმირ ზელენსკიც. უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის ტერიტორიის 75 %-ზე კონტროლის შენარჩუნების შემთხვევაში, ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობას აცხადებს, თუმცა შტატების პრეზიდენტს უსამართლო დამოკიდებულებაში ადანაშაულებს. კრიტიკას არ იღებს ადრესატი. დონალდ ტრამპი პრეტენზიების საპასუხოდ მოლაპარაკებებში მიღწეულ პროგრესზე მიუთითებს.