ომი უკრაინაში – სასურსათო და ენერგოუსაფრთხოების გამოწვევები
რუსეთ-უკრაინას ომის შავი ზღვის რეგიონზე გავრცელება დამატებით პრობლემებს ქმნის. უკვე რამდენიმე დღეა დაპირისპირებული მხარეები შავ ზღვაში ერთმანეთის საზღვაო ინფრასტრუქტურას ბომბავენ. სავაჭრო გემებზე მიტანილი იერიშები მსოფლიო სასურსათო და ენერგო უსაფრთხოებაზე მკვეთრად ნეგატიურ გავლენას ახდენს. დასავლური მედიის ცნობით, კიევი, მოსკოვს შეთანხმებას სთავაზობს და შავ ზღვაში განთავსებულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტას ითხოვს. მოსკოვში კი აცხადებენ, რომ მსგავსი შეთავაზება უკრაინისგან არ მიუღიათ. ასევე მედიაში გავრცელებული ცნობებით, ნავთობის ბაზარზე მოსალოდნელი გაურკვევლობის და ფასების რყევის თავიდან ასაცილებლად შტატების ვიცე-პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის უკვე დაუკავშირდა და გემებზე თავდასხმების შეწყვეტა სთხოვა. თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება. შეტაკებები გრძელდება ხმელეთზეც, არის მსხვერპლი.