ტრამპის და პუტინის სატელეფონო დიალოგის შემდეგ მსოფლიო სამშვიდობო პროცესში პროგრესს ელოდება, თუმცა უკრაინაზე მიტანილი ახალი იერიშები და რუსეთის გზავნილები მშიდობის დამყარების პერსპექტივას კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის.
ირკვევა, რომ აშშ-ს კიევისგან ომის დასრულების პირობები უკვე მიღებული აქვს, ანალოგიური დოკუმენტის მიღებას ვაშინგტონი ახლა მოსკოვიდან ელოდება. თავის მხრივ მოსკოვში ადასტურებენ, რომ სამშვიდობო შეთანხმების საკუთარ მონახაზზე მუშაობა გრძელდება. ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენელს იმედი აქვს, რომ ორივე მხარის პირობების გაცნობის შემდეგ შეხების საერთო წერტილებს იპოვიან და შეთანხმებამდე მივლენ.
ასე ოპტიმისტურად არაა განწყობილი ევროპა, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას ომის გაჭიაურებაში ადანაშაულებს და მოსკოვზე საერთაშორისო ზეწოლის გაგრძელებას ითხოვს. რაც შეეხება პირდაპირი მოლაპარაკების მორიგ რაუნდს, ვატიკანზე მოსკოვის უარის შემდეგ, ამერიკა შემდეგი რაუნდის შესაძლო ადგილად ჟენევას განიხილავს. რუსეთის პირველი დიპლომატი კი უპირატესობას თურქეთს ანიჭებს.