ომი უკრაინაში – სამშვიდობო ზავის პერსპექტივა

21:59, 29.05.2025

როდის და სად გაიმართება რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი: საერთაშორისო დიპლომატიური ძალისხმევა ახლა მეორე რაუნდის მომზადებისკენ არის მიმართული. მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლამდე მხარეებმა ერთმანეთს სამშვიდობო მემორანდუმის საკუთარი ვერსიები უნდა გააცნონ, სადაც პირობები იქნება გაწერილი. სამშვიდობო მოლაპარაკებების მოსამზადებლად თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის შემდეგ უკრაინაში გაემგზავრა. მოსკოვს მეორე რაუნდის გამართვა, 16 მაისის მსგავსად, კვლავ სტამბოლში სურს. სწორედ მომდევნო რაუნდისთვის კონკრეტული წინადადებების მომზადება იყო აშშ-ის და რუსეთის საგარეოს საქმეთა მინისტრების საუბრის მთავარი თემა. დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე, რუსეთიდან მუქარისშემცველი გზავნილები არ წყდება. მოსკოვი საფრანგეთსა და გერმანიას ომში პირდაპირ მონაწილეობაში ადანაშაულებს.

გივი ბარამიძის რეპორტაჟი #მოამბე

 

მსგავსი