ახალი გზავნილები ვაშინგტონიდან რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივაზე.
თუ უკრაინასა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებას დავეყრდნობით, დონალდ ტრამპი მზადაა, რომ საომარი მოქმედებების დასასრულებლად რუსეთის წინააღდეგ სანქციები დაასრულოს. კელოგი უკრაინაში არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზეც მიუთითებს და კიევსა და მოსკოვს დათმობებზე წასვლისკენ მოუწოდებს. ამ გზავნილების ფონზე ვრცელდება ინფორმაცია უკრაინის მიერ რუსეთის კურსკის ოლქში განხორციელებული შეტევის შესახებ, რის შედეგადაც უკრაინელმა ჯარისკაცებმა გარკვეული წინსვლა შეძლეს. თავის მხრივ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკის დაკავება მოახერხეს.