ომი უკრაინაში – სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივა
განახლდება თუ არა ჩიხში შესული პროცესი – რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე შეწყვეტილი მოლაპარაკებების აღდგენის მხრივ გარკვეული პროგრესი შეიმჩნევა.
დონალდ ტრამპი დიპლომატიურ ძალისხმევას ააქტიურებს. რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელთან კომუნიკაციის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტი დიდი შეთანხმების პერსპექტივაზე საუბრობს. თუ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებას დავეყრდნობით, მიმდინარე შეხვედრები უსაფრთხოების გარანტიებზეა ფოკუსირებული. შესაბამისი წინადადებები ახლა ორივე მხარესთან ერთად მუშავდება. ცხრათვიანი პაუზის შემდეგ პირველად მომდევნო კვირას, აბუ დაბიში, სავარაუდოდ ამერიკა-რუსეთ-უკრაინის მონაწილეობით პირველი სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება. ევროპა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის პროცესში საკუთარი როლის ხაზგასმას ცდილობს. ევროპის ქვეყნებს მოლაპარაკებაზე ევროპის სახელით ერთიანი წარმომადგენლის წარდგენა სურთ.
იქნება თუ არა ვაშინგტონის შუამავლობით მიმდინარე პროცესი ამჯერად მაინც წარმატებული – თიკა მიგინეიშვილის რეპორტაჟი.