მიიღებს თუ არა ზელენსკის მიერ მომზადებული „გამარჯვების გეგმა“ საერთაშორისო პარტნიორებისგან მხარდაჭერას – დოკუმენტის პუნქტები დიდი ალბათობით უახლოეს დღეებში უნდა გასაჯაროვდეს.
უკრაინის პრეზიდენტი გეგმას ოთხ დღეში ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებთან წარადგენს. არაოფიციალური ინფორმაციით, გამარჯვების ფორმულა გულისხმობს არა ტერიტორიების დათმობას და რაიმე კომპრომისს, არამედ დასავლეთისგან დამატებითი სამხედრო რესურსის და რაც მთავარია, შორი მოქმედების რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვის მიღებას. დასავლელი პარტნიორების პოზიციების მოსმენის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი შემდგომი სამოქმედო სტრატეგიის მომზადებას აანონსებს.