ომი უკრაინაში - მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი  

უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად მოლაპარაკებები გრძელდება.

საუდის არაბეთი მოლაპარაკების მორიგ რაუნდს მასპინძლობს. უკრაინა-ამერიკას შორის გუშინდელი შეხვედრის შემდეგ დღეს ელ-რიადი ამერიკული და რუსული დელეგაციების წარმომადგენელთა კონსულტაციებს მასპინძლობს, რომელიც თითქმის ათი საათია, გრძელდება. ტექნიკური ხასიათის შეხვედრებზე დღის წესრიგშია შავ ზღვაში უსაფრთხო მიმოსვლა და ენერგეტიკის სფერო. პირველ ეტაპზე მთავარ მიზნად ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე შეტევების შეწყვეტა სახელდება. როგორც ირკვევა, კრემლს 2022 წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით მიღწეული მარცვლეულის შეთანხმების განახლება და შავი ზღვის ინიციატივის აღდგენაც სურს. მოსკოვი დასავლეთისგან ამ შეთანხმების ფარგლებში გაწერილი ვალდებულებების შესრულებას ითხოვს.

არის თუ არა პროგრესი მოლაპარაკებებში – ქეთი ჩოხელი დეტალებით.