ომი უკრაინაში – მასშტაბური იერიში კიევზე
კიევში გლოვის დღეა, სახელმწიფო უწყებებზე დაშვებულია ეროვნული დროშები.
უკრაინის დედაქალაქში, რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ავიაიერიშის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. გუშინდელ სარაკეტო დარტყმებს 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 91-ზე მეტი მოქალაქე. იერიშების სამიზნე დღეს სუმის ოლქიც გახდა. რუსეთის თავდაცვის ძალების გააქტიურება, საპასუხო ზომებად განიხილება იმ თავდასხმებზე, რომელსაც ბოლო დღეებია უკრაინა რუსულ ენერგო ობიექტებზე ახორციელებს. წინააღმდეგობის გასაგრძელებლად კიევი დასავლელი პარტნიორებისგან თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებას და დამატებით ფინანსებს ითხოვს. სწორედ უკრაინის მხარდაჭერის საკითხი უნდა განიხილონ 7-8 ივლისს თურქეთში დაგეგმილ ნატოს ლიდერთა სამიტზე. თუმცა მოკავშირეებს შორის კონსენსუსი არ არსებობს. ვითარებას ართულებს უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობა, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ დაძაბულია.