ომი უკრაინაში - კიევისა და მოსკოვის საზავო პირობები

სტამბოლში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთი იმ პირობებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მოსკოვს ომის დასრულება და უკრაინის კრიზისის დარეგულირება სურს. მოსკოვი კიევთან ერთად საერთაშორისო საზოგადოებასაც სთხოვს, უკრაინის ხუთი რეგიონი რუსეთის ნაწილად აღიაროს. კრემლში ამბობენ, რომ მემორანდუმის მიზანი არა კომპრომისი, არამედ მოსკოვის სწრაფი გამარჯვებაა. მოსკოვის მოთხოვნების საპასუხოდ, ომის სამართლიანი პირობებით დასრულებას მოითხოვს უკრაინა. სამშვიდობო პროცესს მხარს უჭერს ამერიკა. დონალდ ტრამპი კი მზადყოფნას გამოთქვამს სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შეხვდეს. მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ, უკრაინის დელეგაცია ვაშინგტონში გაემგზავრა. კიევის სურვილია რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაწესდეს.