პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, სამი წლის წინ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას, საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებასთან დაკავშირებით, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გაკეთებულ განცხადებას იხსენებს და ეხმაურებიან. მათი განცხადებით, სამი წლის წინ სწორი გადაწყვეტილება იქნე მიღებული. კობახიძის თქმით, მაშინ იყო პირდაპირი მცდელობა, რომ საქართველოში მომხდარიყო ესკალაცია, ქვეყანა ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში.
შეგახსენებთ, სამი წლის წინ, ღარიბაშვილმა განაცხადა რომ, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, საქართველო არ აპირებდა, მონაწილეობა მიიღო რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში.