ევროპის ქვეყნების საჰაერო სივრცის გახშირებული დარღვევები და ახალი გამოწვევა საერთაშორისო საზოგადოებისთვის – ბოლო კვირებში დაფიქსირებულმა შემთხვევებმა კონტინენტის უსაფრთხოების გაძლიერების საკითხი გაააქტიურა.
დანიაში უპილოტო უცნობი აპარატების გამოჩენის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ხუთმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცესთან ახლოს გადაიფრინა, რის გამოც ლიეტუვის ბაზიდან უნგრული გამანადგურებლები აფრინდნენ. ევროკავშირი და ნატო აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებისთვის დამატებით ზომებს იღებენ. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ევროპის კონტინენტზე ვითარება კიდევ უფრო მწვავდება ტრამპის პოზიციების ცვლილებების ფონზე. აშშ-ის პრეზიდენტის ახალი გზავნილია, რომ ევროპის დახმარებით უკრაინა წარმატებას მიაღწევს. მოსკოვი დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის მისამართით ბოლო დროს გაკეთებულ მკაცრი განცხადებებს და რიტორიკის გამწვავებას პოლიტიკურ მანევრირებად აცხადებს.