ომი უკრაინაში – ესკალაცია შავ ზღვაში და მოლაპარაკებები ზავის პირობებზე
საერთაშორისო საზოგადოების ინტერესი მოსკოვისკენაა მიმართული, სადაც ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ვლადიმერ პუტინს ხვდება. მოლოდინია, რომ ეს კვირა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად ამერიკის პრეზიდენტის მიერ შემუშავებული და მოგვიანებით კორექტირებული სამშვიდობო გეგმის გარშემო შეთანხმების მისაღწევად მნიშვნელოვანი იქნება. მთავარი სადავო თემებია ის პუნქტები, რომლებიც ტერიტორიების საკითხს, ნატოში გაწევრიანების აკრძალვას და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს ეხება. ევროპელი ლიდერების ნაწილი ვარაუდობს, რომ უკრაინას მძიმე დათმობებზე წასვლა და ვალდებულებების აღება მოუწევს. მოლაპარაკებების გადამწყვეტ ფაზას ართულებს რუსულ ტანკერებზე თავდასხმების შესახებ ცნობები. უკრაინა შავ ზღვაში რუსეთის დრონის ქვეშ მცურავ გემზე თავდასხმას უარყოფს, მოსკოვი კიევს რადიკალური ზომების მიღებაზე აფრთხილებს. გამაფრთხილებელ გზავნილს ავრცელებს თურქეთის პრეზიდენტიც.