ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ინაუგურაციის შემდეგ, მისი მთავარი საზრუნავი უკრაინაში ომის დასრულება იქნება. ახლა მთავარი კითხვაა, როგორ აპირებს დონალდ ტრამპი თითქმის სამწლიანი ომის დასრულებას. როგორც არჩეული პრეზიდენტისგან გავიგეთ, ის ასევე მზად ყოფნას გამოთქვამს შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს. სანამ მსოფლიო ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მოლოდინშია, ევროპის ენერგოდამოუკიდებლობა ისევ განხილვის თემაა. როგორც ირკვევა რობერტ ფიცო რუსეთის პრეზიდენტთან სწორედ ენერგო საკითხებზე სასაუბროდ ჩავიდა. სლოვაკეთს პრეზიდენტი განმარტებით, ეს იყო პასუხი ზელენსკის განცხადებაზე, უკრაინის გავლით სლოვაკეთში რუსული გაზის ტრანზიტი შეწყვიტოს.