უკრაინაში ომის დასრულებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ერთ-ერთ მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად ასახელებს და ამ მიზნის მისაღწევად სხვადასხვა ზომას განიხილავს.
ტრამპი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, იმუშაოს ომის დასასრულებლად, რასაც დღეს მოსკოვიდან შემხვედრი გზავნილი მოჰყვა. რუსეთი მზადყოფნას აცხადებს გაიმართოს მოლაპარაკებები, თუმცა მისი მთავარი პირობაა, უარი თქვან ნატოში უკრაინის გაწევრიანებაზე. პარალელურად, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დანაკარგების მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის დასახმარებლად შესაძლოა ისევ გაგზავნოს სამხედროები.