ომი უკრაინაში - ჩინეთის სამშვიდობო გეგმა

უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის დასრულების ჩინური გეგმა.

პეკინის მხრიდან წარდგენილი 12-პუნქტიანი ხედვა რეზონანსული აღმოჩნდა. რუსეთი შეთავაზების განსახილველად მზად არის, ნატოს და ევროკავშირის მსგავსად სკეპტიკურია აშშ-ს პოზიცია, რომელიც თვეების განმავლობაში ჩინეთს სწორედ საომარ მოქმედებებზე პოზიციის არ დაფიქსირების და ნეიტრალიტეტის გამო აკრიტიკებდა. შეფასებების დროს რადიკალური არ ყოფილა უკრაინის პრეზიდენტი. სუვერენიტეტის პატივისცემა, ბირთვულ იარაღზე უარი, სანქციების შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება იმ 12 პუნქტს შორისაა, რომელთა შესრულების შემთხვევაში ჩინეთს საომარი მოქმედებების დასრულება შესაძლებლად მიაჩნია.