საჰაერო განგაშის ხმა ისმის დილიდან უკრაინის სხვადასხვა ოლქში. ვრცელდება ცნობები, რომ რუსული მხარე მთელ ქვეყანაში მასშტაბური სარაკეტო იერიშების დაწყებას გეგმავს. ხარკოვის ოლქში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაიბომბა პოლტავის რაიონიც. აფეთქებების ხმა ისმოდა ნიკოლაევშიც. გასული ღამის განმავლობაში, 26-ჯერ დაბომბეს ლუგანსკის ოლქში მდებარე დასახლებები. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, დონეცკის მიმართულებით, რუსული ძალების ძირითადი ძალისხმევა ქალაქ რუბეჟნოეზე სრული კონტროლის მოპოვებაზეა მიმართული, სადაც ოკუპანტებს მცირედი წინსვლა აქვთ. მათივე ცნობით, რუსული ძალები ასევე ცდილობენ იერიში მიიტანონ ლიმანის დასახლებაზე.
გაერო-ს მონაცემებით, ომის დაწყებიდან, უკრაინაში სულ მცირე 3 500-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.