გასულ ღამეს რუსეთმა ავდიივკასა და მარინსკის მიმართულებით საჰაერო იერიში განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია, რუსმა სამხედროებმა 34 სარაკეტო და 85 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, ასევე 114 თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე.
გასულ 24 საათში ფრონტზე სულ 95 სამხედრო შეტაკება მოხდა. ავდიივკის მიმართულებით მიმდინარე ბრძოლას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. მისი თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჯარისკაცებს ჰქონდეთ საკმარისი შესაძლებლობები მეტი უკრაინელის სიცოცხლის გადასარჩენად.