ომი უკრაინაში - 599-ე დღე

ომის 599-ე დღე უკრაინაში. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ხარკოვისა და ზაპოროჟიეს რეგიონები დაბომბა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, იზიუმის რაიონში რუსებმა დასახლებული პუნქტები დაბომბეს და შედეგად ორი ადამიანია გარდაცვლილი. ზაპოროჟიეს რეგიონზე კი რუსმა სამხედროებმა უპილოტო აპარატებით და რეაქტიული სისტემებით იერიში მიიტანეს. უკრაინის არმიის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის არმიასთან 60-მდე შეტაკება მოხდა. მთლიანობაში კი რუსმა სამხედროებმა ორი სარაკეტო და 43 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.