ომი უკრაინაში - 536-ე დღე

ომის 536-ე დღე უკრაინაში.

ზაპოროჟიეს ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთმა 19 სხვადასხვა დასახლების მიმართულებით, 114-ჯერ გახსნა ცეცხლი. შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, სამი სამართალდამცავია. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, შეიარაღებულმა ძალებმა წინსვლა შეძლეს რაბოტინოს დასახლებულ პუნქტთან, სადაც კონტრიერიშის დაწყების შემდეგ უკრაინული ძალების ძირითადი ძალისხმევაა მიმართული. ასევე გრძელდება იერიში მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებზე.