უკრაინაში, რუსეთის აგრესიის შედეგად, 167 ბავშვია მოკლული და დაშავებულია 279 არასრულწლოვანი. ამ მონაცემს „ბი-ბი-სი“ ავრცელებს უკრაინის ხელისუფლებაზე დაყრდნობით. გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს. ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი ბავშვია მოკლული უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის ოლქში. მსოფლიო შეძრულია უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში ოკუპანტების სისასტიკის ამსახველი სხვადასხვა კადრებით. პარალელურად, ქვეყანაზე საჰაერო იერიშები გრძელდება.
გენერალური პროკურატურის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დაბომბვის შედეგად დაზიანებული ან დანგრეულია 927 სკოლა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულება. ქალაქი რუბეჟნოე ოკუპანტების სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა. დაღუპა ერთი და დაშავდა ხუთი ადამიანი. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ლუგანსკის ოლქშია. ბრძოლა ისევ გრძელდება ალყაში მოქცეულ მარიუპოლში, სადაც ჰუმანიტარული თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობაა. რუსეთის სამიზნე ასევე გახდა დნეპროპეტროვსკში ნავთობის ტერმინალი, რომელიც იერიშის შედეგად განადგურებულია.
უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რუსეთის მიერ ომის წამოწყებიდან დღემდე, მოკლულია 18 600 რუსი სამხედრო მოსამსახურე. განადგურებულია 684 ერთეული ტანკი და 1 861 საბრძოლო მანქანა. ასევე 332 საარტილერიო სისტემა.