ომი უკრაინაში
რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ თავდასხმებს აანონსებს. როგორც მოსკოვში აცხადებენ, ეს იქნება პასუხი უკრაინის მხრიდან რუსეთის ენერგეტიკულ კომპლექსზე მიტანილ იერიშებზე. თავდაცვის სამინისტროს მუქარა მას შემდეგ გაისმა, რაც რუსეთის არმიამ დარტყმა უკრაინის დედაქალაქის სიახლოვეს მდებარე საბრძოლო მასალის საწყობზე მიტანა, რომლის შედეგადაც დაღუპულთა რიცხვი უკვე 38-ს აღწევს. რუსეთის მხრიდან იერიშების გააქტიურება იმ ფონზე ხდება, როდესაც გასულ კვირას მოსკოვში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი იმყოფებოდა. როგორც მედია წერს, ჯონ რეტკლიფი ომის დასრულების მიზნით აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების სამმხრივი სამიტის ჩატარების შეთავაზებით გამოვიდა. კიდევ ერთი ვერსიით კი, ამერიკელი მაღალჩინოსნის მოსკოვში ჩასვლის მიზანი კრემლის გაფრთხილება იყო, რომ ნატო-ს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა დაუშვებელია. იერიშები რუსეთშიც გრძელდება. ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ კვირას ღამით რეგიონში უკრაინიდან გაშვებული 42 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.