ომი უკრაინაში

12:12, 22.08.2026

რუსული მხარის მიერ კრივოი როგში, სავაჭრო ცენტრზე დრონებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, დაშავებულია 130 ადამიანი, მათ შორის, 23 ბავშვი. უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სავაჭრო ცენტრს უპილოტო საფრენი აპარატებით ორი დარტყმა მიაყენეს. თავდასხმის შედეგად სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა. კრივოი როგის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის თქმით, სავაჭრო კომპლექსზე განმეორებითი დარტყმა „შაჰედის” ტიპის დრონებით განხორციელდა.

მსგავსი