რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებს არ წყვეტს. დიპლომატიური ძალისხმევის და მშვიდობის მიღწევის არაერთი მცდელობის ფონზე დონალდ ტრამპი რეზონანსულ განცხადებას აკეთებს.
ამერიკის პრეზიდენტის პოზიციაა, რომ რუსეთის პირველი პირი შეიშალა და მშვიდობიან მოქალაქეებს უმიზეზოდ ხოცავს. თავის მხრივ კიევში ფიქრობენ, რომ მოსკოვს
ასობით უპილოტო საფრენი აპარატისა და ათობით რაკეტის გამოყენებისკენ და ახალი იერიშებისკენ ვაშინგტონის დუმილი აქეზებს. ოფიციალური მოსკოვი თავდასხმებს უკრაინული დრონებით თავდასხმების პასუხად აცხადებს. რუსეთიდან გაჟღერებული ახალი მძიმე გზავნილების და იერიშების ფონზე ევროპა რუსეთზე ზეწოლის გაზრდის და ახალი სანქციების ამოქმედების მომხრეა. ევროპელი ლიდერები პუტინს ორმაგ რიტორიკასა და სამშვიდობო პროცესის მიზანმიმართულად შეფერხებაში ადანაშაულებენ. დღეს ცნობილი ხდება, რომ აშშ-მა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე ყველანაირი შეზღუდვა მოხსნეს.