ინტენსიური შეტევა ხმელეთით და ახალი ავიაიერიშები – დონეცკის რეგიონი საომარი მოქმედებების ეპიცენტრშია.
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა პოზიციები გაიუმჯობესეს. აღებულია კიდევ ორი დასახლებული პუნქტი, დაიბომბა ხარკოვი და ოდესა. ზელენსკი დასავლეთს საჰაერო თავდაცვითი საშუალებებით უზრუნველყოფას სთხოვს. პარალელურად უკრაინის გენშტაბი რუსეთის სამ ოლქში წარმატებულ სამხედრო ოპერაციებზე ავრცელებს ინფორმაციას. მუქარის შემცველი ახალი გზავნილები ისმის მოსკოვიდან, რომელმაც ამერიკის მხრიდან უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების რუსეთის სიღრმეში გამოყენების ნებართვის გაცემის შემდეგ უკრაინას ახალი ბალისტიკური რაკეტით დაარტყა. რუსეთი დასავლეთის ქვეყნებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს.