ხარკოვი საომარი მოქმედებების ეპიცენტრშია.
რუსეთის საოკუპაციო ძალებს ფრონტის ხაზზე წინსვლა აქვთ. აღებულია რამდენიმე დასახლება, მოწინააღმდეგე იერიშებს განაგრძობს. მასშტაბური შეტევების გამო ოლქი ათასობით ადამიანმა დატოვა. ევაკუაცია ახლაც გრძელდება. უკრაინელი მაღალჩინოსნები ბრძოლის ველზე არსებულ სირთულეებზე მიუთითებენ, ამ ფონზე გარკვეული ცვლილებებია უკრაინის სამხედრო ძალებში. დასავლეთის ქვეყნების მიმართ სამხედრო და ფინანსური დახმარების მოთხოვნა აქტიურდება. სწორედ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და ახალ ტაქტიკას უკავშირებენ რუსეთის მთავრობაში მომხდარ ბოლო ცვლილებებს.