ჯოჯოხეთი დედამიწაზე – კვლავ მძიმე ვითარებაა უკრაინის ქალაქებში. ქალაქი მარიუპოლი, რამდენიმე კვირაა, ინტენსიურად იბომბება. ადგილობრივები გარდაცვლილი ოჯახის წევრებსა და მეზობლებს ეზოებშივე კრძალავენ. ომის დაწყებიდან 31-ე დღეს უკრაინის ტერიტორიაზე 136 ბავშვია დაღუპული, 199 კი დაშავებული.
რუსი სამხედროები შევიდნენ ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სლავუტიჩში, სადაც უკრაინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე ცეცხლი გახსნეს. ორივე მხარეს ყოველდღიურად მზარდი მსხვერპლის ფონზე, დასავლეთი რუსეთის მიმართ სანქციებს ამკაცრებს და მოლაპარაკების გზით ცდილობს მოსკოვის აგრესიულ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას.
ემზადებიან თუ არა რუსული ძალები კიევის შტურმისთვის და შეძლებენ თუ არა ენერგორესურსების მწარმოებელი ქვეყნები გაზისა და ნავთობის მოპოვების გაზრდას, რათა რუსეთმა თავისი ენერგომატარებლები შანტაჟის იარაღად ვეღარ გამოიყენოს.
ქეთი ჩოხელი გიამბობთ.