ხერსონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 57 პირი. მათგან 16-ის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. გავრცელებული ცნობით, თავდასხმა რუსულმა ძალებმა ქალაქზე დღეს დილით განახორციელეს. მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი და მომხდარის ამსახველი ფოტომასალა გაავრცელა.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული ღამის განმავლობაში, უკრაინულმა ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ათ დასახლებულ პუნქტში საოკუპაციო ძალების თავდასხმები მოიგერიეს. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში, დონეცკში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რუსეთმა სამი სარაკეტო და ათი საავიაციო დარტყმა განახორციელა. რუსებმა დაბომბეს სუმის ოლქის ორი დასახლებაც.