კვლავ მძიმე ვითარებაა უკრაინულ ქალაქებში, რომლებიც რუსული ავიაციის სამიზნეა – ყველაზე დიდი მსხვერპლია კიევში, ხარკოვში, სუმში, ხერსონსა და ჟიტომირში. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან მე-17 დღეს 79 ბავშვია დაღუპული, 100-ზე მეტი კი დაშავებული. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ეს სრული მონაცემები არ არის. სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლისა და ჰუმანიტარული კრიზისის მიუხედავად, რუსული სამხედრო დანაყოფები უკრაინული ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის დაბომბვას აგრძელებენ. ამ ფონზე დასავლეთი რუსეთის მიმართ სანქციებს ამკაცრებს და მოლაპარაკების გზით ცდილობს მოსკოვის აგრესიულ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას.
ცოტა ხნის წინ სატელეფონო საუბარი შედგა საფრანგეთის პრეზიდენტს, გერმანიის კანცლერსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის.
დეტალებს ვაკო ორმოცაძე გიამბობთ.