უკრაინაში ომი გრძელდება – ოკუპანტებმა სუმის ოლქზე სარაკეტო იერიში განახორციელეს, დაღუპულია ორი ადამიანი, სამი მძიმედაა დაშავებული. ასევე რუსებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს ხარკოვზე, რის შედეგადაც ქალაქის სამხრეთ ნაწილში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი მძიმედ დაშავდა. ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, მდგომარეობა რთულია აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ლისიჩანსკში. სერგეი გაიდაის თქმით, რეგიონში მყოფი რუსული ძალები მთელ ძალისხმევას ქალაქის შტურმისთვის იყენებენ.