ომი სირიაში

სირიის ომი ახალ ფაზაში გადადის. ამბოხებული ოპოზიციური ძალები სირიის სამთავრობო არმიას ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან უტევენ. სწრაფი წარმატების ფონზე, ისინი ქვეყნის დედაქალაქთან- დამასკოსთან მისვლას ცდილობენ. ისლამისტური დაჯგუფებები ყოველდღიურად იკავებენ სირიის ქალაქებს და აცხადებენ, რომ ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობა სურთ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა, თუმცა ამას ოფიციალური დამასკო ჯერჯერობით არ ადასტურებს. სირიის რეჟიმის ძალებმა უკან დაიხიეს ქვეყნის აღმოსავლეთშიც, სადაც ქურთული სამხედრო ჯგუფები გააქტიურდნენ. სირიის კონფლიქტზე სასაუბროდ ყატარის დედაქალაქ დოჰაში რუსეთის, თურქეთის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ.