ომი ისრაელში

ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა, ათწლეულების შემდეგ – ასე ფასდება შაბათს დილით ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ განხორციელებული შეტევა, ღაზის სექტორის მოსაზღვრე ისრაელის ქალაქებზე.

შაბათს, დილას „ჰამასის“ მებრძოლების ორგანიზებულ თავდახსმას, რომელიც ზღვიდან, ციდან და ხმელეთიდან ერთროულად განხორიციელდა, ისრაელის 800-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა, ათასობით კი დავაშდა. ამ დრომდე რადიკალური ტერორისტული დაჯგუფების ტყვეობაში რჩება 100-ზე მეტი ადამიანი. საპასუხოდ იმავე დღეს, ისრაელის მთავრობამ ოპერაცია „რკინის ხმლები“ დაიწყო და ხანგრძილივი ომი დაანონსა. მიმდინარეობს ღაზის სექტორის სრული ბლოკადა. ოფიციალური თელავივი ტერორისტებს უკომპრომისო ბრძოლას უცხადებს. ამ დრომდე იბომბება დაჯგუფება „ჰამასის“ კუთვნილი  შენობები და სამხედრო ინფრასტრუქტურა. საპასუხო იერიშებს ასობით პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა ამ შემთხვევაშიც ათასებს აჭარბებს. ისრაელს მხარდაჭერა უკვე გამოუცხადა დასავლეთმა. პარალელურად, ისრაელში მყოფი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ქვეყანას ტოვებენ. მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც. რამდენიმე ავიარეის თბილისის მიმართულებით უკვე შესრულდა.