ომი და ფინანსური სარგებელი – ნიკა გვარამიას განცხადება 

21:20, 15.07.2026

ოპოზიციური პარტიის ლიდერის განცხადება, რომელსაც მმართველი პარტია საკუთარი ოთხწლიანი ნარატივის დადასტურებად მიიჩნევს.

ნიკა გვარამია ხელისუფლებას უკრაინის ომის ფონზე გაშვებულ შესაძლებლობაზე მიუთითებს. პარტია „ახალის“ დამფუძნებელი დაკარგულ შანსად მიიჩნევს იმ სოლიდური თანხის განაწილებისგან საქართველოს დისტანცირებას, რომელიც, მისი თქმით, უკრაინის აღდგენის და რეაბილიტაციის პროცესს უნდა მოხმარდეს. გვარამია საუბრობს ტრილიონებზე, აღმშენებლობის პროცესში საქართველოს არ ჩართვაზე და ფულის კეთების ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობაზე. სწორედ მერკანტილური მიზნებით და საომარი მოქმედებების ხარჯზე გამდიდრების და სარგებლის მიღების გეგმებით ხსნის ხელისუფლება 2022 წლის თებერვლიდან მმართველ პარტიაზე გაძლიერებულ ზეწოლას, რომლის მიზანიც „ქართული ოცნების“ მტკიცებით, ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა და ომში მყოფ უკრაინაში მოხალისეების გაგზავნა იყო. აღიარება და წამოცდენა – ასეთი რეაქციები მოჰყვა ოპოზიციონერი აქტორის განცხადებას.

მსგავსი