კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში მკვეთრად ნეგატიურ გავლენას ახდენს გლობალურ ეკონომიკაზე.
ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა ენერგომატარებლების ტრანსპორტირებას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. სრუტეში ამ ეტაპზე თითქმის 200 ერთეული ტანკერია გაჭედილი. ნავთობით მსოფლიო ვაჭრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო გასასვლელის ბლოკირება პირდაპირ აისახება საწვავის ფასზე. 2024 წლის შემდეგ პირველად, ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 85 დოლარს მიაღწია. კრიზისის გაგრძელების შემთვევაში მოლოდინია, რომ ნავთობის ღირებულება 100-120 დოლარამდე გაიზარდოს. ვითარების ესკალაცია გაურკვევლობასა და რყევებს იწვევს საფონდო ბირჟებზეც, მკვეთრი ვარდნა ფიქსირდება ევროპულ და აზიურ აქციებზე. მაშინ, როდესაც უფასურდება სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ვალუტები, იზრდება ამერიკული დოლარის ღირებულება. მსოფლიო ბირჟებზე ძვირდება ოქროც. ერთ დღეში უნცია ძვირფასი ლითონის ფასმა 200 დოლარით მოიმატა. კონფლიქტის გაჭიანურების შემთხვევაში სპეციალისტები ვითარების კიდევ უფრო გართულებას პროგნოზირებენ – სალომე თორაძე დეტალებით.