„ომეგა ჯგუფის“ საქმე - მოწმეების გამოკითხვა

ომეგა ჯგუფის საქმეზე თბილისის პროკურატურაში მოწმეების გამოკითხვა გრძელდება. ამ წუთებში, უწყებაში გამომძიებლის კითხვებს კომპანია ომეგას დირექტორი ნიკოლოზ ასანიძე პასუხობს. თუმცა ასანიძეს არ დაუკონკრეტებია, რა ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს ის გამოძიებისთვის, ასევე არც ისიც, მოითხოვს თუ არა სასამართლოში მის დაკითხვას როგორც ეს ომეგა ჯგუფში შემავალი კომპანიების ორმა დირექტორმა მოითხოვა.