„ომეგა ჯგუფის“ საქმე და ნატო ჩხეიძის გადაწყვეტილება

„ომეგა ჯგუფის” საქმის გამო ნატო ჩხეიძემ „საქართველოს პატრიოტების“ ფრაქცია ვადაზე ადრე დატოვა. თუმცა, მანამდე დეპუტატმა პარლამენტის დღევანდელი ტრიბუნა მმართველი გუნდის მწვავე კრიტიკისთვის გამოიყენა და ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლება მის მეუღლეს 2004 წელს წართმეული ბიზნესის დაბრუნებაში არ დახმარებია. თუმცა, ასე არ ფიქრობდა 2015 წელს თავად ზაზა ოქუაშვილი. სატელევიზიო არქივი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლების იმ ხმამაღალ განცხადებებსაც ინახავს, რომლებსაც ისინი სულ რაღაც ერთი წლის წინ სასამართლოში ტელეკომპანია „იბერიას“ მაუწყებლობის შეწყვეტის საქმეზე მიცემული ჩვენებების დროს აკეთებდნენ.

ანა ბროლაძე არკვევდა, რატომ შეიცვალა ოქუაშვილის და ჩხეიძის პოზიციები.