„ომეგა ჯგუფის” საქმე

„ომეგა ჯგუფის“ საქმეში პოლიტიკურ კონტექსტს ხედავს პრემიერი. ანალოგიური პოზიცია აქვთ მინისტრთა კაბინეტის წევრებსაც, რომლებმაც ოქუაშვილის მძიმე ბრალდებებზე კომენტარები მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთეს.

მთავრობის წევრები გავრცელებულ ჩანაწერებს და ოქუაშვილის ბრალდებებს მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირებენ. მმართველი გუნდი „ომეგა ჯგუფს“ ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების გადახდისკენ მოუწოდებს. თუმცა, წლების განმავლობაში გადასახადების სახით დაგროვილი მილიონების გადახდის სქემა და რესტრუქტურიზაცია მხარეებს შორის დღემდე უთანხმოების თემად რჩება.