„ომეგა ჯგუფის“ განცხადება

კომპანია „ომეგა“ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, საუბარი იმის შესახებ, რომ „ომეგა ჯგუფი“ გადასახადებს არ იხდის, გავრცელებული ჩანაწერების გადაფარვის მცდელობაა. მათ მთავრობის მეთაურთან და ფინანსთა სამინისტროსთან „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების დამფუძნებლის მიერ გაგზავნილი წერილები წარმოადგინეს. მათი თქმით, რესტრუქტურიზაციის თხოვნით ხელიუფლებას 11-ჯერ მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.