ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში

პარლამენტი ევროკომისიის მე-12 პუნქტის შესასრულებლად მუშაობს.

უკვე მეორე დღეა, დეპუტატები სახალხო დამცველობის კანდიდატებს უსმენენ. დღეს საკანონმდებლო ორგანოს საკუთარ გეგმებს ლელა გაფრინდაშვილი, ევგენია თავაძე, სოფიო დემეტრაშვილი და თინათინ ერქვანია აცნობდნენ. ადამიანის უფლებების დაცვის ხედვასთან ერთად დეპუტატებმა მათ შეკითხვები პოლიტიკურ საკითხებზე და კონკრეტულ პერსონებზეც დაუსვეს. კანდიდატურების განხილვის პროცესში ოპოზიცია სრული შემადგენლობითაა ჩართული. დარჩენილია კიდევ 12 კანდიდატის მოსმენა. ოპოზიციის ნაწილი პოზიციას არ ცვლის და მესამე სექტორის მიერ მხარდაჭერილ სამ კანდიდატს ლობირებს, რომელთა მიმართ მმართველ გუნდს არაერთი შენიშვნა აქვთ. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მხარეებს 90 ხმის შესაგროვებლად პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა მოუწევთ.