ომბუდსმენობის კანდიდატები - ოპოზიციის არჩევანი

ექვსი პოლიტიკური ძალის განაცხადი მიღებულია: სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატთა შერჩევა ფინალურ ეტაპზე გადადის.

დეპუტატები ომბუდსმენობის 19-ვე კანდიდატს ჯერ კომიტეტებში გაესაუბრებიან, რის შემდეგაც ყველა მათგანის კანდიდატურა კენჭისყრაზე დადგება. როგორც დაანონსებული იყო, „ქართულ ოცნებას“ კანდიდატთა წარდგენის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია და ცხრაკაციანი კომისიის მიერ შეფასებულ კანდიდატურებს შორის არჩევანის გაკეთება ოპონენტებს მიანდო. გამოკვეთილია ფავორიტებიც: ოპოზიციის ნაწილი არასამთავრობო სექტორის მიერ მხარდაჭერილ სამ კანდიდატურას ლობირებს. კონკურსში მონაწილეობს იაგო ხვიჩიაც, რომელიც სახალხო დამცველობის ერთადერთი პოლიტიკოსი კანდიდატია. პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა და 90 ხმის მობილიზება, სავარაუდოდ, რთული იქნება.