ომბუდსმენმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატად ზვიად დევდარიანი დაასახელა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატად სახალხო დამცველმა ზვიად დევდარიანი დაასახელა. “სიდას” აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარიამ დღეს საკუთარ ოფისში წარადგინა.

ომბუდსმენის  განცხადებით, მან გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაითვალისწინა საზოგადოებრივი მაუწყებლის საჭიროებები, ზვიად დევდარიანის საქმიანობის სფერო და შესაძლებლობები.

ლომჯარიას მიაჩნია, რომ კანდიდატი, დამტკიცების შემთხვევაში, დაკისრებულ მოვალეობას თავს ეფექტიანად გაართმევს. სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები სხვა უფლებამოსილმა მხარეებმაც უნდა დაასახელონ, რის შემდეგაც პარლამენტი მათ დამტკიცებაზე ათი დღის ვადაში იმსჯელებს.