ომბუდსმენმა ახალგაზრდებთან საჯარო შეხვედრა გამართა

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის 5 წლის თავის აღსანიშნავად, სახალხო დამცველმა ახალგაზრდებთან საჯარო შეხვედრა გამართა, თემაზე თანასწორობის მნიშვნელობა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის გზები.

ნინო ლომჯარიამ შეხვედრაზე თანასწორობის უფლებაზე, არსებულ მექანიზმებსა და სახალხო დამცველის როლზე ისაუბრა. ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება თანასწორობის უფლების განხორციელება, რაც ხშირად საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს უკავშირდება.